საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა მათემატიკის 62-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის 1, ბრინჯაოს 3 მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს.
- 26 ივლისი, 2021
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა მათემატიკის 62-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის 1, ბრინჯაოს 3 მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს. ოლიმპიადა 14-24 ივლისს ონლაინ გაიმართა.
საქართველოს.ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: მიხეილ კვინიკაძე (კომაროვის სკოლა), ანა ონოფრიშვილი (კომაროვის სკოლა) დემეტრე გელაშვილი (ვეკუას სკოლა), ზაური ბოკელავაძე (კომაროვის სკოლა), თორნიკე ბერია (კომაროვის სკოლა), გიორგი ამბოკაძე (კომაროვის სკოლა). მიხეილ კვინიკაძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი, ანა ონოფრიშვილმა, დემეტრე გელაშვილმა, და ზაური ბოკელავაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო თორნიკე ბერიამ- საპატიო სიგელი.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 სახელმწიფოს მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გუნდის ლიდერი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი გიორგი ჭელიძე. თანალიდერი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, გივი ნადიბაიძე.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის შეირჩნენ, ნაკრების შესარჩევი წერების საფუძველზე.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმღვანელებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს!